"რეალის" ყოფილ თავდამსხმელ ფერნანდო მორიენტესს მიაჩნია, რომ "ბლანკოსი" ამ სეზონში ჩემპიონი გახდება.
"გული "რეალის" ჩემპიონობას მიგრძნობს, მაგრამ ყველაფერი მესიზეა დამოკიდებული. რონალდოს აქ ყოფნისას სხვა სიტუაცია იყო. "ბარსელონა" და "რეალი" ძალიან მაღალ დონეზე თამაშობენ.
სინამდვილეში სეზონი თებერვალში დაიწყება. სწორედ მაშინ დავინახავთ, სინამდვილეში ვინ რას წარმოადგენს. ოქროს მედლებს ის დაეუფლება, რომელიც უკეთ იქნება მომზადებული", - ციტირებს მორიენტესს Goal-ი.
18 ტურის შემდეგ ლა ლიგას 39 ქულით "ბარსა" ლიდერობს. მას 2 ქულით "სამეფო გუნდი" ჩამორჩება.
18 ტურის შემდეგ ლა ლიგას 39 ქულით "ბარსა" ლიდერობს. მას 2 ქულით "სამეფო გუნდი" ჩამორჩება.