მადრიდის "რეალის" მეკარემ, ტიბო კურტუამ ყოფილ თანაგუნდელზე, კეილორ ნავასზე ისაუბრა, რომელიც ახლა პსჟ-ის მეკარეა.
"ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი ისეა, როგორც ცხოვრებაში ხდება. ზოგიერთებთან შენ უფრო კარგი ურთიერთობები გაქვს, ვისთანაც უფრო მეტს ლაპარაკობ. ის ჩემი თანაგუნდელი იყო და ჩვენ შორის ნორმალური ურთიერთობა იყო.
ის ფაქტი, რომ ის აქ აღარ არის, დამეხმარა. ვფიქრობ, რომ ძირითადი მიზეზი ისაა, რომ გარედან უკვე იმდენი კამათი აღარ იყო, რადგან ფაქტობრივად, ორი მეკარე ვიყავით, რომლებსაც კონკურენცია გვქონდა. თუმცა ზუსტად იგივე ხდება ახლა ალფონსო არეოლასთან მიმართებაში, რომელიც ბრწყინვალე
მეკარეა.
ჩემთვის ყოველდღიური მოთხოვნები არ შეცვლილა. თუმცა, დიახ, ახლა კლუბის გარეთ უფრო ნაკლები კამათია", - თქვა კურტუამ.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით