
"რეალს" ნახევარმცველი მარტინ ედეგორი "სოსიედადში" 2 სეზონით ჰყავს განათხოვრებული და იანვარში მისი დაბრუნება უნდა, რაც გარკვეულ პრობლემასთანაა დაკავშირებული.
საქმე ისაა, რომ საიჯარო ხელშეკრულებაში არ არის ჩადებული მუხლი ფეხბურთელის ვადამდე დაბრუნების თაობაზე და ეს სიამოვნება "რეალს" 4 მილიონი ევრო დაუჯდება.
თუმცა, "ბლანკოსს" ბასკურ კლუბთან კარგი ურთიერთობა აქვს და ედეგორის უფასოდ დაბრუნებას იმედოვნებს.
21 წლის ნორვეგიელმა ლა ლიგაზე მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.