წყაროს მიხედვით, მწვრთნელი და ხელმძღვანელობა აღნიშნულ საკითხზე უკვე შეთანხმდნენ. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მადრიდელთა მთავარი მიზანი მოგვარეების - მარიანო და ბრაჰიმ დიასების გაყიდვა იქნება.
კლუბში ზუსტად იგივე სიტუაციაა, რაც ზაფხულში იყო. ზიზუს არავის ყიდვა არ უნდა, გარდა "მანჩესტ იუნაიტედის" ნახევარმცველ პოლ პოგბასი, თუმცა იცის, რომ კლუბი აღნიშნულ საკითხზე არ მუშაობს, რადგან მანჩესტერში ფეხბურთელს ფასიც არ დაადეს.
აქამდე გავრცელდა ინფორმაცია,
რომ "რეალში" პოგბას ყიდვა გადაიფიქრეს, რისი მიზეზიც ურუგვაელი საყრდენის, ფედე ვალვერდეს პროგრესი გახლავთ.
ამას გარდა, ზიდანს ზამთარში გაკეთებული ტრანსფერების ეფექტიანობის არ სწამს და ურჩევნია, მის განკარგულებაში მყოფ ფეხბურთელებს დაეყრდნოს.
"რეალს" ედეგორის ვადამდე დაბრუნება 4 მილიონი დაუჯდება?
ქარიმ ბენზემა "რეალთან" კონტრაქტს გაუმჯობესებული პირობებით გააგრძელებს