დიეგო სიმეონე "ბარსასთან" მოგებაზე: თითქოს შეუძლებელი იყო და ჩვენ ეს შევძელით

AutoSharing Option
ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში "ბარსელონას" დამარცხებით (3:2) გამოწვეული სიხარული ვერ დამალა "ატლეტიკოს" მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ.

"ეს გუნდი ბურთის ფლობითა და შეტევაში თამაშით საუკეთესოა და ჩვენ მოვუგეთ. 75-ე წუთის შემდეგ ვაჩვენეთ, რაც შეგვიძლია. არადა, თითქოს შეუძლებელი იყო.

"ბარსელონა", "მანჩესტერ სიტისთან" და "რეალთან" ერთად, მსოფლიოში საუკეთესო გუნდია - ისინი სხვებზე ერთი ნაბიჯით წინ არიან.

ჩვენ გამარჯვება ბოლო 15 წუთში თამაშით დავიმსახურეთ და ფინალში გავედით.

როგორ მოვახერხეთ თამაშის შემოტრიალება? ჩვენმა მეორე გოლმა მეტოქეს მოპოვებული უპირატესობა წყალში გადაუყარა. მათი იმედგაცრუება ჩვენ დადებითად გადმოგვედო.

ზიდანი ფანტასტიკური
მწვრთნელია, იდეალურად მიესადაგება "რეალს". ჩვენ და "რეალს" ჩემპიონატი ან თასი არ მოგვიგია, მაგრამ ერთ-ერთის მიერ სუპერთასის დაუფლება ლეგიტიმური იქნება. ასეთი ფორმატი შექმნა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ", - განუცხადა სიმეონემ As-ს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეი სიმონ ცოტა ნელა ირბინე ემანდ ეგ კვერცხები არ ამოგივარდეს
tolok
14:06 10-01-2020
2

სიახლეები პოპულარული