"ალ სადის" გენერალურმა დირექტორმა ტურკი ალი-ალიმ კლუბის ოფიციალურ საიტზე განცხადება გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, რომ მათი გუნდის მწვრთნელი ხავი მალე შეიძლება "ბარსელონას" ჩაუდგეს სათავეში და მოლაპარაკებას კატალონიურ კლუბთან მათი ნებართვის გარეშე აწარმოებს.
"ხავი და მისი თანაშემწეები "ალ რაიანთან"მატჩზე არიან კონცენტრირებულნი. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ისეთი დიდი კლუბი, როგორიც "ბარსელონაა", მსგავს საკითხებს ოფიციალურად წარმართავს.
ხავის "ბარსელონაში" გადასვლა მოსალოდნელია, რადგან ეს კლუბი მისი სახლია, მაგრამ ამჟამად "ალ სადის" მწვრთნელია", - აცხადებს ტურკი ალი-ალი.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსას" გენერალური დირექტორი ოსკარ გრაუ და
სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი საუდის არაბეთში ჩავიდნენ, ხავისთან ორსაათიანი მოლაპარაკება გამართეს, 2.5-წლიანი კონტრაქტის გაფორმება და გუნდის დაუყოვნებლივ ჩაბარება შესთავაზეს.