ხავის დელიკატური უარი "ბარსელონას"

AutoSharing Option
ხავიმ "ბარსელონას" მწვრთნელობაზე უარი განაცხადა

ორი დღის წინ "ბარსელონას" სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი და გენერალური დირექტორი ოსკარ გრაუ საუდის არაბეთში ჩავიდნენ და "ალ სადის" თავკაც ხავის კატალონიური გუნდის მწვრთნელობა შესთავაზეს.

"ალ სადი" ფაქტიურად ბოლო მომენტში ხავის გაშვების წინააღმდეგი არ წავიდა. აი, რა ბრძანა კლუბის სპორტულმა დირექტორმა მოჰამედ გოლიამმა:

"დიახ, ხავისა და "ბარსელონას" შორის ინტენსიური მოლაპრაკებები მიმდინარეობს. როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ჩვენ მას წარმატებას ვუსურვებთ.

გადამწყვეტი სიტყვა ხავიმ უნდა თქვას, ჩვენ კი მოლოდინის რეჟიმში ვართ. ის ჯერ კიდევ ჩვენი მწვრთნელია".

ვერ გეტყვით რატომ, მაგრამ ფაქტია, ხავიმ დარჩენა გადაწყვიტა და ეს დიპლომატიურად ახსნა.

"ბარსელონას" მწვრთნელობა ჩემი ოცნებაა. ეს ყველამ იცის. თუმცა, მე "ალ სადზე" ვარ ფოკუსირებული. მეტს არაფერს არ ვიტყვი. მინდა ვალვერდეს მიმართ პატივისცემა გამოვხატო.

"ბარსელონას" წარმომადგენლები აქ იყვნენ, რათა დამლაპარაკებოდნენ და უსმან დემბელე მოენახულებინათ. მორჩა და დამთავრდა. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. მე უბრალოდ აბიდალს შევხვდი, ჩემს მეგობარს", - განუცხადა ხავიმ ESPN-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული