"ბარსელონამ" 5:0 მოიგო, მისი მწვრთნელი კი მაინც უკმაყოფილოა

AutoSharing Option
ესპანეთის თასის 1/8 ფინალში "ლეგანესის" დამარცხების (5:0) შემდეგ "ბარსელონას" მწვრთნელმა კიკე სეტიენმა As-ს  ინტერვიუ მისცა.

- პირველი 20-25 წუთი ჩინებულად ჩავატარეთ. მეტოქეს მართლაც შეეძლო პრობლემები შეექმნა, ჩვენ ბევრი რამ გამოგვდიოდა. თუმცა, მე ყველაფრით კმაყოფილი არ ვარ.

გოლები გაგვქონდა, ბურთზე კონტროლს კი ვკარგავდით და მოწინააღმდეგეს ბევრის უფლებას ვაძლევდით.

- ძნელია თქვენთვის იმის აღიარება, რომ "ბარსელონა" თავდამსხმელს არ დაიმატებს?
- ტრავმის რისკი ყოველთვის არსებობს, ამის გაკონტროლება შეუძლებელია. მიჩვეული ვარ იმ ფეხბურთელებით მუშაობას, რომლებიც ჩემს განკარგულებაში არიან. სატრანსფერო ბაზარზე ვერაფერი ვერ ვიპოვნეთ, მაგრამ მალე
დემბელე დაბრუნდება და ვათამაშებთ.

- სამცველიან სქემას დაუბრუნდებით?
- შეიძლება. მატჩები უნდა გავაანალიზოთ. სქემები ხშირად შეიცვლება, თვით თამაშის დროსაც. დღეს ტაქტიკა პრაქტიკულად შესვენებაზე შევცვალე.

- თქვენ თქვით, რომ ყველაფრით კმაყოფილი არ ხართ. რა იგულისხმეთ?
- მეორე ტაიმში ჩვენ რაღაცები კარგად გამოგვდიოდა, ინიციატივას ვფლობდით, თუმცა კიდევ გვაქვს მოსამატებელი და ამის გაკეთება გამარჯვებების მოპოვების დროს უკეთესია.

მხოლოდ შედეგით კმაყოფილი ვერ ვიქნები. ვჩქარობდით, ბურთს სწრაფად ვკარგავდით, ასეთ შემთხვევებში კი პრობლემები წარმოიქმნება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ ! უკმაყოფილო უნდა იყოს რომ უკეთ ავარჯიშოს გუნდი ლებს წარმატებები კიკეს
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული