ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში ფეხბურთელი ორჯერ გააძევეს

AutoSharing Option
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში უჩვეულო რამ მოხდა

"ფუენლაბრადასა" და "ჟირონას" მატჩის (0:1) 67-ე წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელი კრისტობალ მარკესი მეტოქის ნახევარმცველ ალექს გრანელთან სახიფათო თამაშისათვის გააძევეს, მაგრამ ვიდეოგამეორების შემდეგ მსაჯმა ისიდრუ დიას დე მერემ წითელი ბარათი ყვითლით შეუცვალა და ფეხბურთელი გასახდელიდან დააბრუნა.

თუმცა, მარკესმა ვერ მოისვენა, გრანელს ჩხუბი დაუწყო და ისევ გააძევეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული