"ბარსელონას" ფორვარდმა ლიონელ მესიმ დაასახელა ყველაზე მთავარი და უხერხული მეურვე, რომლის წინააღმდეგაც უთამაშია.
"პერსონალური მეურვეობა მე არ მაღელვებს. შენ წინასწარ იცი, რომ ეს რთული შეხვედრა იქნება და უცნაურია, როცა ვიღაც სულ შენთან დარბის. მსგავსი ჩემს პრაქტიკაში საკმაოდ იშვიათად ხდება.
ყველაზე რთული მეურვე? პაბლო მაფეო. მის წინააღმდეგ ყველაზე რთული იყო თამაში. რაც შეეხება ფოლებს, მე არასდროს ვწუწუნებ მათზე. ბრძოლა და ჩარტყმები - ფეხბურთის ნაწილია." - ციტირებს მესის Goal.com-ი.
- მაფერო "ჟირონას" ფეხბურთელია, რომელიც ესპანურ გუნდში იჯარის წესით თამაშობს და "შტუტგარტიდან" არის განათხოვრებული.
მესის 3 საგოლე გადაცემა, 2 გაძევება და "ბარსამ" გაიმარჯვა [VIDEO]
მესი ამჯერად ტერ შტეგენს წაეკიდა, ბართომეუს სეტიენის ხავით ჩანაცვლებას სთხოვს