მადრიდის "რეალსა" და "სელტას" შორის "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული შეხვედრის მეორე ტაიმში სტუმართა მცველმა ჯოზეფ აიდომ "თეთრების" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი, მართალია უნებურად, თუმცა მაინც ტრავმისთვის გაიმეტა.
აიდო ბურთის აუტზე არგაშვებას ცდილობდა, თუმცა ეს ვერ მოახერხა, დაეცა, ზიდანიც წააქცია და სახეში ბუციც უთავაზა. საბედნიეროდ, ძლიერად არა და ზიზუც ტრავმას გადაურჩა.
ბუნებრივია, ზიდანმა განელ მცველს იქვე ჩამოართვა ხელი, თუმცა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ შეჯახება საკმაოდ მტკივნეული გახლდათ და ფეხბურთელი იქ არ უნდა ყოფილიყო.
ავარია, რომელზეც ყველა იოცნებებდა - ზიზუსა და გახარებული დაზარალებულის "სელფი" [PHOTO]