სერხიო რამოსი: მსაჯები მაბრაზებენ, ადრე უკეთ იქცეოდნენ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" კაპიტანი სერხიო რამოსი "ლევანტესთან" წაგებული მატჩის (0:1) შემდეგ მსაჯთა ბრიგადის მუშაობით უკმაყოფილო დარჩა.

შეხვედრის მე-10 წუთზე რამოსმა ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 47-ე წუთზე შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ალეხანდრო ერნანდესმა "ლევანტეს" კარში პენალტი არ დანიშნა.

"არ მიყვარს მსაჯებზე სუბარი, შეცდომები მათაც მოსდით, თუმცა ზოგჯერ მათი ქმედებები დაკვირვებას საჭიროებს.

უცნაური კრიტერიუმები აქვთ. ესპანეთის სუპერთასის შეხვედრაში ხელით არაგანზრახ თამაშის გამო პენალტით დავსაჯეთ. "ლევანტეს" ფეხბურთელებს ორჯერ მოხვდათ ხელზე ბურთი და 11-მეტრიანი არცერთხელ არ დანიშნეს.

ერნანდესი ძალიან მაბრაზებს. ადრე მსაჯები უკეთ იქცეოდნენ, მეტ პატივისცემას
იმსახურებდნენ, კაპიტნებს მათთან საუბარი შეეძლოთ. ქედმაღლობა ან არსებობს, ან არა.

მე პირდაპირ ვკითხე მსაჯს, აქვს თუ არა რაიმე პრობლემა პირადად ჩემთან და თუ აქვს, დაე მითხრას, ამ შემთხვევაში ჩვენ მის მოგვარებას შევძლებთ,"- განაცხადა რამოსმა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
ადრე უკეთ იქცეოდნენ მსაჯები განსაკუთრებით ლიგის პლეიოფებში :) :) :)
912
24 თებერვალი 2020 17:28
2
რამოს კარებში დარტყმა ასწავლე ბიჭებს,ასე შორს ვერ წახვალთ,მსაჯების იმედად ნი იქნებით!
Z.g.
24 თებერვალი 2020 02:55
0
კაი იყო ხო ბაიერნთან რეებიც აკეთეს და რო შეგტენეს ორი ლიგა ძალით ?
ვარი უნდა გირტყათ ყოველ დღე შენ და პერეს კაცმა
l oo o l
24 თებერვალი 2020 00:45
2
სალაჰი დაგავიწყდათ?.ძალიან მაგარია,მაგრამ ყოველ ტურში საცემია,ამავე დროს.
სოსო
23 თებერვალი 2020 18:36
1
იუვკეტუსთან რაც იკადრე ფინალში საცემი იყო, რა მაგალითი მისცა ბავშვებს
ზორბეგი
23 თებერვალი 2020 13:13
4
ბარსელონასთან ხო ანგელოზივით იქცევა, ერთი სული აქვს როგორმე დატრავმაოს მესი. არც წითლები და არც ყვითლები ამ საქონელზე არ მოქმედებს, რეკორდსმენი გაძევებებში.
იუვენტუსთან მარტო?
23 თებერვალი 2020 13:39
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული