კორონავირუსი ესპანეთსაც შეეხო - "ლა ლიგის" მატჩები მაყურებლის გარეშე ჩატარდება

AutoSharing Option
"ლა ლიგის" ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, "ლა ლიგასა" და "სეგუნდა დივიზიონში", კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მომდევნო 2 ტურის მატჩები მაყურებლის გარეშე ჩაივლის.

წყაროს მიხედვით, აღნიშნული გადაწყვეტილება ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ და მისმა რეგიონალურმა დეპარტამენტებმა მიიღეს.

ჯერჯერობით დასწრების აკრძალვა მხოლოდ ორ ტურს შეეხება, თუმცა, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლოა, აღნიშნული ვადა გაგრძელდეს.

მაყურებლების გარეშე მატჩები 13 მარტიდან ჩატარდება. ოფიციალური მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით 1200 ადამიანია დაინფიცირებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული