"რეალი" "ლივერპულის" ნახევარმცველ სადიო მანეს სამსახურით დაინტერესდა და არა მარტო დაინტერესდა, არამედ ის ზაფხულში მისი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა, - წერს "მირორი".
გამოცემის მტკიცებით, მალე კლუბებს შორის მოლაპარაკება დაიწყება. მანეს შეძენის სურვილი პირადად გამოთქვა "სამეფო გუნდის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა.
მანე "ლივერპულის" ღირსებას 2016 წლიდან იცავს. მისი სატრანსფერო ფასი 150 მილიონი ევროა, ამ სეზონში კი პრემიერლიგის 26 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.