"რეალის" უმთავრესი ამოცანა ბეილის თავიდან მოშორებაა

AutoSharing Option
"მარკა" ირწმუნება, რომ "რეალი" ზაფხულში კიდევ ერთხელ შეეცდება ნახევარმცველ გარეთ ბეილის თავიდან მოშორებას.

გამოცემის ცნობით, ეს მომავალი სატრანსფერო ფანჯრისას "რეალის" უმთავრესი ამოცანა იქნება.

"სამეფო კლუბში" მიაჩნიათ, რომ უელსელს თავის გამოსაჩენად საკმარისზე მეტი შანსი მიეცა, მაგრამ ვერ გამოიყენა.

"რეალის" ხელმძღვანელებს ესმით, რომ ბეილის ხელფასის გამო მის შეძენას არავინ მოისურვებს და ოღონდაც მისგან გათავისუფლდნენ და მზად არიან, უფასოდ გაუშვან.

ბეილის "ბლანკოსთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი სეზონური გასამრჯელო კი 17 მილიონი ევროა.

მიმდინარე სეზონში ლა ლიგაზე ბეილმა 14 მატჩში 2
გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგის ხელფასის 10%-ზეც თანახმა ვიქნები, ამიყვანონ და 14 თამაშში 2 გოლზე მეტს გავიტან (20 წუთი მათამაშონ თამაშში).
ქომაგი
23:44 18-03-2020
2
რაიყოთ კაცო ბეილია თუ კორონა რომ ვერ იშორებენ
1

სიახლეები პოპულარული