"რეალის" ექსპრეზიდენტი ფერნანდო მარტინი კორონავირუსის სიმპტომებით ჰოსპიტალიზებულია

AutoSharing Option
"რეალის" ექსპრეზიდენტი ფერნანდო მარტინი კორონავირუსის სიმპტომებით ჰოსპიტალიზებულია, - იტყობინება "მარკა".

72 წლის ფუნქციონერი მადრიდის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

მარტინი ფლორენტინო პერესის გადადგომის შემდეგ, 2006 წელს 2 თვე იყო "სამეფო კლუბის" პრეზიდენტი. მის შემდეგ პრეზიდენტად რამონ კალდერონი აირჩიეს.

რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით 76 წლის ასაკში "რეალის" ექსპრეზიდენტი ლორენცო სანსი გარდაიცვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული