"რეალი" ხელფასებს არ შეამცირებს - "ბარსელონას" ფეხბურთელები ამიტომ არ მიდიან კომპრომისზე

AutoSharing Option
კორონავირუსის გამო "რეალი" ფეხბურთელებსა და თანამშრომლებს ხელფასს არ შეუმცირებს, - იტყობინება Сuatro.

"სამეფო კლუბში" დარწმუნებულნი არიან, რომ რთული ფინანსური სიტუაციიდან გამოსვლას მოახერხებენ.

აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა "ბარსელონაში", რომელმაც თანამშრომლებს ანაზღაურება შეუმცირა, ხოლო მისი სპორტული ობიექტები პანდემიის პერიოდში კატალონიის ჯანდაცვის ჟენერალიტეტს გადაეცემა.

"მარკას" ცნობით, "ბარსას" ფეხბურთელები გასამრჯელოს შემცირებაზე იმიტომ აცხადებენ უარს, რომ "რეალი" მსგავსი ზომების მიღებას არ გეგმავს.

ამას გარდა, "ბარსელონას" პრეზიდენტ ჟოზეპ ბარტომეუს დღემდე არ გამოუქვეყნებია ფინანსური ანგარიშები და ფეხბურთელები მას არ ენდობიან.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ესეც თქვენი ბარსა მაგათზე უმადურები არ არსებობენ საერთოდ კარგად დააკვირდით მაგათ რონალდინიო დაივიცყეს და მეტი უმადურობა რა გინდათ ამხელა ბიუჯეტით კაცი ციხეში გაუშვეს როგორ ბალეშიკობთ ბრმებო მაგათ რონალდინიო რომ არა ეგენი პეხბურთს ვერ ისცავლიდნენ ნახხეთ თუ გინდათ ჩანაცერები არვარ ბარსას ბალეშიკი მაგრამ რონალდინიოს თამაშებით სიამოვნებას ვიღებდი თუნდაც ბარსაში ეთამაშა
gio
29 მარტი 2020 11:54
6
რეალს აქვს ფული და იმათ ამ საკითხში რატო ედრებიან,ვერ გავიგე. რეალს იმხელა ბიუჯეტი აქვს,რო ბევრ სახელმწიფოს შეშურდება. ეს რაც ოფიციალურად აქვთ გასაჯაროვებული და შავი ფული რამდენი აქვს ვინ იცის. თან ბრენდია. რეალი ყველა სიტუაციაში რეალად დარჩება.
გოგა
29 მარტი 2020 10:41
2
გოგა! ექნება ბიუჯეტი რეალს რატომაც არა, როცა კატალონიიდან უამრავი თანხა შესდით მაგ ბიუჯეტში.
ra egre ar aris?
29 მარტი 2020 11:57
3
მთავარი,სულ ბოლოშია ნათქვამი.ფეხბურთელები,ბარტომეუს არ ენდობიან.თანაც სამართლიანად.
სოსო
29 მარტი 2020 08:14
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული