ფეხბურთი კატასტროფის წინაშე - "ბარსელონასთვის" მეგატრანსფერები დასრულდა, ალბათ, სხვებისთვისაც

AutoSharing Option
კორონავირუსი ფეხბურთზე და, მარტო ფეხბურთს ვინღა ჩივის, მსოფლიოს ეკონომიკაზე უზარმაზარ ნეგატიურ გავლენას მოახდენს. ევროპის ფეხბურთის ფედერაციების განცხადებები, რომ ამა თუ იმ თვესა და რიცხვში განაახლებენ სეზონს, მხოლოდ მარჩიელობაა, რადგან არავინ იცის, როდის დასრულდება პანდემია.

სეზონი რომც განახლდეს, მაინც მძიმე შედეგები იქნება, რამეთუ დიდი ალბათობით, მატჩები მაყურებლების გარეშე ჩატარდება და ეს კლუბებს ძალიან დააზარალებს. ასე რომ, ხელფასების შემცირება და ქამრების შემოჭერა ევროგრანდებს კიდევ არაერთხელ მოუწევთ, ხოლო ღარიბი კლუბები კატასტროფის წინაშე აღმოჩნდებიან. ასეთია სამწუხარო რეალობა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ.

ESPN-ის ცნობით,
"ბარსელონა" სატრანსფერო სტრატეგიის შეცვლას აპირებს, ვინაიდან ვეღარ მოახერხებს ძვირად ღირებული ფეხბურთელების შეძენას და საფეხბურთო ბაზარს აქედანვე სწავლობს - ეძებს ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც ზაფხულში თავისუფალი აგენტები გახდებიან ან კონტრაქტები ერთი წლის შემდეგ უმთავრდებათ. პირველებს ხელში მუქთად ჩაიგდებენ, მეორეებს კი - იაფად.

და ეს მხოლოდ დასაწყისია. კორონავირუსის მერე ფეხბურთი სულ სხვაგვარი დაგვიბრუნდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 22 /
ზოგი ჭირი მარგებელიაო, ეს ფეხბურთს ეხება... ფეხბურთი იქნებ მართლა ფეხბურთს დაემზგავსოს. რა უბედურებაა, ფეხბურთელზე 100 და 200 მილიონების გადახდა და ასტრონომიური ხელფასები.
გოგა
03 აპრილი 2020 09:51
0
ამიტომ განაცხადა ესპანელმა ბიოლოგმა, ჩვენ მათხოვრული ანაზღაურება გვაქვს, მათზე კი ასობით მილიონები იხარჯებაო, წადით და მესი–რონალდუს მოთხოვეთ ვაქცინაო.
:)
03 აპრილი 2020 11:48
2
ასე ნელ-ნელა იქნებ გრანდები ქართულ კლუბებს გაუთანაბრდნენ და ჩვენი კლუბებიც ვიხილოთ ევროტურნირებზე, თუნდაც უმაყურებლოდ. თანახმა ვარ მხოლოდ ტელევიზორში ვუყურო.
ფანი ნეტარი
03 აპრილი 2020 09:28
0
გეთანხმები "ფანი ნეტარი". თანაც ეს ყველაფერი ჩვენს ქართულ გუნდებზე არაფრად იმოქმედებს, არა მგონია ისინი მისული მაყურებლებიდან შემოსული თანხებით ფინანსდებოდნენ...
ზოგიერთ თამაშზე ჰა-ჰა 200 კაცი მივიდეს...
მგონი ისე იქნება ჩვენი საქმე: ფარა შემობრუნდა და კოჭლი ცხვარი წინ მოექცაო !!
buba
03 აპრილი 2020 10:30
0
გეთანხმები. თანაც ეს ყველაფერი ჩვენს ქართულ გუნდებზე არაფრად იმოქმედებს, არა მგონია ისინი მისული მაყურებლებიდან შემოსული თანხებით ფინანსდებოდნენ... ზოგიერთ თამაშზე ჰა-ჰა 200 კაცი მივიდეს...
მგონი ისე იქნება ჩვენი საქმე: ფარა შემობრუნდა და კოჭლი ცხვარი წინ მოექცაო !!
buba
03 აპრილი 2020 10:17
0
სახლში რომ ვიჯდებით ყველა და პროდუქცია არ შეიქმნება და მაღაზიაში იონჯას შემოიტანენ, მაშინაც იმაზე იქნება კამათი, ბარსელონაა უკეთესი თუ რეალი, მესი თუ რონალდო?
თამაზი
03 აპრილი 2020 05:05
5
წერენ, ყველა კლუბს დაერხევაო. მატჩები თუ არ ჩატარდა, ფული საიდან შეუვათ? თუ დემბელეებში 105 მილიონებს არ გადაყრიან, არც მაგი იქნება ტრაგედია. ხომ ხედავთ, პერესი უკვე რამდენი ხანია წუწურაქობს.
გოჩა
03 აპრილი 2020 04:28
1
მაგ პერეს იმდენი პული აქვს რომ სიზმარშიც ვე ვნახავთ ეგ იყიდის კიდევ მეგა პეხბურთრლრბს აი ლესის კი დაერხა ახლა ვეღარ უყიდიან იმათ ვინც უნდა დდდდ
gio
03 აპრილი 2020 11:58
3
ამ საიტს ბარსა მაგრა არ ევასება და უმეტესად ნეგატიურ ინფორმაციებს დებს, რა მეგა ტრანსფერები დასრულდა და რა კოტრდება იმდღეს რო დაწერეთ? რატო არ თარგმნით ელ მუნდოს გუშინწინდელ ინტერვიუს ბართომეუსთან სადაც იძახის რო ფული საკმარისად აქვთ? მარტო რაც გაწყობთ იმას რო თარგმნით. არ დაბლოკოთ
a a
03 აპრილი 2020 03:53
8
კიდევ ბევრი პული თუ აქვთ ხელპასებზე რატომ ცუცუცნებს მაშინ
gio
03 აპრილი 2020 12:02
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული