
კი ირწმუნება "რეალი", რომ კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური კრიზისის მიუხედავად, მათი მდგომარეობა მყარია, მაგრამ უკვე ერთბაშად 7 ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს.
ესენი გახლავთ: გარეთ ბეილი, ხამეს როდრიგესი, ხესუს ვალეხო, ალვარო ოდრიოსოლა, დანი სებალიოსი, ბრაიმ დიასი და მარიანო დიასი.
As-ის მტკიცებით, "რეალი" მათი გაყიდვით საერთო სახელფასო ფონდს განტვირთავს და 75 მილიონ ევროს დაზოგავს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "სამეფო კლუბი" მოთამაშეებისათვის გასამრჯელოს შემცირებას გეგმავს. ეს კლუბის საკალათბურთო გუნდსაც შეეხება.