ტებასი: მესი სერია A-ს გასაჭირს ვერ უშველის

AutoSharing Option
ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა კომენტარი გააკეთა "ინტერის" ექსპრეზიდენტ მასიმო მორატის ნათქვამზე, რომ მილანურ კლუბს "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესის ხელში ჩაგდება შეუძლია.

"არა მგონია მესის იტალიაში გადასვლამ სერია A-ს პრობლემები გადაჭრას, რაც დიდი ვალებითა და არასაკმარისი შემოსავლებითაა გამოწვეული. იქ რთული ეკონომიკური სიტუაციაა და მათ მესის მეშვეობით ვერანაირად ვერ გადაჭრიან.

მინდა მესი ლა ლიგაში დარჩეს, მაგრამ თუ წავა, ეს სამყაროს დასასრული არ იქნება. ბევრი ამბობდა, რომ კრიშტიანო რონალდოს გარეშე ლა ლიგა ფულს დაკარგავდა, თუმცა სატელევიზიო უფლებებისგან ჩვენი შემოსავალი თვით პორტუგალიაშიც კი
გაიზარდა. დიადი ფეხბურთელები გეხმარებიან, მაგრამ ტურნირისთვის ძალიან მნიშვნელოვანნი არ არიან", - ციტირებს ტებასს ESPN.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული