როსელი: ნეიმარი დასაბრუნებელია, მესი საუკეთესოა, რონალდინიო? - შესაძლოა, მასზე უკეთესი

AutoSharing Option
"ბარსელონას" ექსპრეზიდენტ სანდრო როსელის აზრით, მისმა ყოფილმა კლუბმა თავდამსხმელი ნეიმარი უნდა დაიბრუნოს.

- თქვენ ნეიმარს დაიბრუნებდით?
- დიახ. სპორტული თვალსაზრისით - უეჭველი.

თუმცა, კონტრაქტით გათვალისწინებული მისი ვალდებულებები სპორტულ მიღწევებზე იქნებოდა დამოკიდებული, სოციალურ ასპექტებზე.

- ამისთანა განსაკუთრებული რაა ნეიმარში?
- უნიკალური საფეხბურთო ტალანტი და კომერციულად მიმზიდველი პერსონალური აურა.

- მესის ნეიმარის დაბრუნება რატომ უნდა?
- იმიტომ, რომ მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა - ძალიან ჭკვიანია.

ყველა ტურნირის მოსაგებად ლეოს უნდა, გუნდში მსოფლიოს სხვა საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავდეს.

- მესიზე უკეთესი მოთამაში ვინმე იყო?
- არა. თუ მთლიანობაში
შევაფასებთ, ის საუკეთესოა.

თუმცა მეც არაობიექტური ვარ. ორი სეზონის განმავლობაში რონალდინიო ასევე კარგად თამაშობდა ან უკეთაც.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ზლივს ვიღაცამ აღიარა რომ რონალდინიო იყო პეხბურთელი რომელიც თამაშობდა ლესიზე კარგად
4
მაინც ზოგადია ეგ შეფასებები ძმებო,რონალდინიოც მაგარი იყო მსოფლიო მოიგო ბოლო ბოლო, ინიესტაც, კრუიფმა საერთოდ რასაც ჩაუყარა საფუძველი თამაშითაც და მწვრთნელობითაც მოგეხსენებათ და ასე შემ. მარა ლეო მართლა ძაან მაგარია( არ ვარ ბარსას ფანი) ფეხბურთი თუ გიყვარს ასეა ეს,ბევრი იყო მაგასთან მიახლოებულები მაგრამ საუკეთესოა,ერთი კაცი ასე ათრევდეს ძაან ხშირად გუნდს თავის გამ ..ულ მწვრთნელიან პრეზიდენტებიანად და ასე შემ.იშვიათია,გაუმარჯოს ლეოს,რონალდოს, ზიზუს,გამოქლიავებულ ნეიმარსაც,მაგათით გვიხარია ფეხბურთი თუარა აგერ არიან იგუანები,სალახები,ვინისიუსები, სილიბისტროები და ასე შემდეგ, გისურვებთ ჯანმრთელობას და მალე ყველაფრის თავის ადგილზე დაბრუნებას!
Sani
20:00 20-04-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული