კორონავირუსი მეგა-ტრანსფერებს დაასრულებს - "ბარსელონა" ნეიმარს ვერ დაიბრუნებს

AutoSharing Option
ტელეკომპანია Mediapro-ს პრეზიდენტმა ჟაუმე რურესმა იმაზე ისაუბრა, თუ რა გავლენას მოახდენს კორონავირუსი ფეხბურთზე.

"კრიზისი ასე თუ ისე აისახება სატელევიზიო კონტრაქტების თანხებზე. ამიტომ 100-მილიონევროიანი ტრანსფერები წარსულს ჩაბარდება.

კლუბებს არ ექნებათ საკმარისი ფული და თანაც, ბანკები ძველებურად მარტივად სესხებს აღარ გასცემენ.

საზოგადოებრივი თვალსაზრისით, ეს დადებით მომენტად მიმაჩნია. მე არ მომწონს, როდესაც ფეხბურთელში 140-160 მილიონს იხდიან.

ახლა "ბარსელონას" ნეიმარის შესაძენად ფული არა აქვს. ეს არარეალურია", - განუცხადა რურესმა As-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული