ბარტომეუს ნეიმარის შესაძენად "ერთი დეტალიღა" აკლია

AutoSharing Option
"მარკას" ცნობით, "ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ როგორც იქნა, პსჟ-ის თავდამსხმელ ნეიმარის დაბრუნება გადაწყვიტა.

ბარტომეუ ამ ტრანსფერს საკვანძოდ თვლის, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება.

პირველი პრობლემა ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსასყიდი ფასია - 164 მილიონი ევრო. ფინანსური კრიზისისას კატალონიურ კლუბს ამხელა თანხა არა აქვს.

მეორე პრობლემა ხელფასია. ნეიმარი წელიწადში "პარი სენ ჟერმენში" დაახლოებით 70 მილიონს გამოიმუშავებს, "ბარსას" კი შეუძლია 20 მილიონზე ოდნავ მეტი შესთავაზოს.

გამოცემის მტკიცებით, "ბარსელონას" ეს სიამოვნება მთლიანობაში 500 მილიონი დაუჯდება.

თუმცა, რაც მთავარია, ბარტომეუს მისი დაბრუნების მტკიცე სურვილი გააჩნია, რომლის
განხორციელებასაც "ერთი დეტალიღა" უშლის ხელს - ფინანსები.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს საიტი სულ უფრო სამოყვარულო ვერსიისკენ მიდის. არანაირი პროფესიონალიზმი არიგრძნობა არცერთი მიმართულებით.
გასაგებია არ გაქვთ რაიმე სერიოზულ რესურსსთან წვდომა, მაგრამ ვინ გაძალებთ ამდენი არაფრის მომცემი სტატიების გამოქვეყნებას.
ნეიმარი Ღამით სამჯერ იღვიძებს, მარადონა ზოგჯერ იღიმის, ვიღაცამ ვიღაცას ფეხი გაპარსა. გაგრძელება Თქვენზეა
ჰაა
22:06 26-04-2020
0
70 მილიონი წელიწადში!!???წარმოგიდგენიათ?რას აკეთებს ასეთს,სხვა ფეხბურთელებსაც ხომ აძლევენ ხელფასებს,მაგის ნახევარს მაინც,ეს სად მიდის წელიწადში!არიან ესენი ნორმალურები??
დავითი
21:55 26-04-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული