![](https://sportall.ge/pictures/image5/6856ff0d00b3d75947ff496f707d0200.jpg)
ესპანური "სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ ფეხბურთელთა ცხოვრების პირობების შესახებ გააკეთა კომენტარი.
"ვარჯიშის განახლება არ იქნება ჩვეულებრივი, შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ წინასასეზონო მომზადების მსგავსი. ჩვენ, მინიმუმ, 5 კვირის მუშაობა დაგვჭირდება, სანამ მატჩების ჩატარებას შევძლებთ.
ყველას არ აქვს საკუთარი სახლი ბაღითა და აუზით. ძალიან ბევრი ფეხბურთელი ცხოვრობს 100 კვ/მ ფართის ბინაში და ვარჯიშების განახლების პერიოდისათვის ისინი საკუთარი შესაძლებლობების 20%-ის საჩვენებლადაც არ იქნებიან მზად.
მომზადებულია AS-ის მიხედვით