"ბარსელონას" 32 წლის ხორვატი ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის გასხვისება უნდა, მაგრამ ფეხბურთელი გუნდის გამოცვლას არ აპირებს.
"ჭორებს მივეჩვიე, ეს უკვე 6 წელია გრძელდება. მთავარია, მე თავს კარგად ვგრძნობ და მწვრთნელი მაქებს.
კლუბთან კონტრაქტი მაქვს და არსად გადასვლას არ ვფიქრობ. რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ახლა კლუბში ჩემი მდგომარეობით კმაყოფილი ვარ", - განაცხადა რაკიტიჩმა.
მას "ბარსასთან" ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში კი ლა ლიგის 21 მატჩში გოლი არ გაუტანია.