"ბარსელონა" და "იუვენტუსი" პიანიჩის ტრანსფერზე ვერ თანხმდებიან

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონა" დაინტერესებულია ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელით მირალემ პიანიჩით.

Goal.com-ის ინფორმაციით, იტალიის ჩემპიონი თანახმაა პიანიჩის კატალონიურ გრანდში გადაბარგებაზე, თუმცა სანაცვლოს არტურ რამოსს ითხოვენთ. თავის მხრივ "ბარსელონა" მზადაა რამოსი ტურინში გაუშვას, თუმცა იტალიელებმა უნდა გადაიხადონ. ეს კი "იუვენტუსის" გეგმებში არ შედის.

გამომდინარე აქედან, პიანიჩის "ბარსელონაში" გადასვლის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

მიმდინარე სეზონში მირალემმა 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მოუტანა გუნდს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
პიანიჩი პლიუს თანხა, არტურის სანაცვლოდ ცოტა არაადექვატური მოთხოვნ მგონია. პიანიჩი ასე თუ ისე, ტოპ კლასის ფეხბურთელია და არტურს ჯერ ყველაფერი დასამტკიცებელი აქვს.
ლადო თ
15:12 09-05-2020
2

სიახლეები პოპულარული