"რეალის" პრეზიდენტი: მას FIFA-ში მაღალი რეიტინგი ჰქონდა და ამიტომ ვიყიდე

AutoSharing Option
მადრიდის "რეალს" არაერთი წარუმატებელი ტრანსფერი განუხორციელებია და ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება. თუმცა ერთ-ერთი ყველაზე უშედეგო შენაძენი ჯონათან ვუდგეითი იყო, რომელიც მადრიდელებმა 18 მილიონ ევროდ შეიძინეს.

მაშინ ვუდგეითი "ნიუკასლში" თამაშობდა და ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მცველად ითვლებოდა. "რეალის" პრეზიდენტისთვის ის კარგი ვარიანტი ჩანდა, მაგრამ მან ვერ გაითვალისწინა ჯონათანის ტრავმიანობისკენ მიდრეკილება. შეძენიდან რამდენიმე დღეში მან ბარძაყი დაიზიანა და პრაქტიკულად, მთლიანი სეზონი გაუცდა.

"ეს იყო კოშმარი. კონტრაქტის მიხედვით, არ შემეძლო "რეალის" თამაშის გამოტოვება და მთელი სეზონი ექიმის კაბინეტსა და ტრიბუნებზე გავატარე", - იხსენებს ვუდგეითი.

თუმცა ნამდვილი კოშმარი მისი სადებიუტო მატჩი უფრო იყო. მან ავტოგოლი გაიტანა, მიიღო ორი ყვითელი და მატჩის დასრულებამდე 30 წუთით ადრე გააძევეს. ჟურნალისტებისა და კრიტიკოსების ნეგატიურმა ტალღამ ფეხბურთელი ფსიქოლოგიურად მოცელა და მან თავდაჯერებულობა დაკარგა.

პერესმა კი ის "მიდლსბროში" გაუშვა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ როცა "რეალი" ვუდგეითის ტრანსფერს ასრულებდა, კლუბის სპორტული დირექტორი წინააღმდეგი იყო, თუმცა პერესმა უცნაური არგუმენტით ის გააჩუმა: "ინგლისელს FIFA-ში მაღალი რეიტინგი აქვს. ის აუცილებლად კარგად შეთამაშდება. გარდა ამისა, ჩემი შვილი ხშირად თამაშობს და ჯონათანი ძალიან მოსწონს". საქმის ეს დეტალები "რეალის" ყოფილმა პრეზიდენტმა რომან კალდერონმა გაასაჯაროვა.


მკითხველის კომენტარები / 2 /
პერსპექტიული ნამდვილად იყო ლიდსში თამაშის დროს,მაგრამ ტრავმების გამო ვერ განვითარდა.
alex
20:04 28-10-2020
0
რა პერსპექტიული ნიუკასლშიც ყოველთვის ვერ ხვდებოდა ძირითადში :დდ
Nick
16:11 20-05-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული