"ბარსელონაში" შიდა პანდემია იყო - კორონავირუსი 5-მა ფეხბურთელმა გადაიტანა

AutoSharing Option
RAC1-ის ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" ფეხბურთელები პაუზის დროს კორონავირუსით დაინფიცირდნენ, თუმცა ყოველგვარი სიმპტომის გარეშე გადაიტანეს ის.

გამოცემის ცნობით, კორონავირუსი გუნდის 5 ფეხბურთელსა და სამწვრთნელო შტაბის 2 წევრს ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ არცერთ მათგანს არ აღენიშნებოდა რაიმე სახის გართულება.

ახლა, როგორც მწვრთნელები, ისე ფეხბურთელები სრულიად ჯანმრთელნი არიან და "ბლაუგრანას" საწვრთნელ პროცესში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე არიან ჩართულნი.

აქამდე კლუბმა ტესტირების შედეგები გაასაჯაროვა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გუნდის ყველა წევრი ჯანმრთელია და კორონავირუსი არცერთს არ გამოუვლინდა.

ლა ლიგის განახლების შემდეგ "ბარსელონა" პირველ შეხვედრას
14 ივნისს, გასვლაზე "მალიორკას" წინააღმდეგ გამართავს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
მასაც რომ გონია ყველაფერი იცის და ყველას მაგივრობას რომ ითვისებს ამიტომ ააქვს ბუბლიკი ნაკრებში
მეორე სიმართლე
12:46 03-06-2020
1
მესი მოედანზე კი არ დარბის, დადის და რისგან იყო დაღლილი.
სიმართლე
16:11 02-06-2020
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული