"ბარსელონამ" ძლივს მოიგო და გალიდერდა - 24 საათით? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 31-ე ტურში "ბარსელონამ" "ნოუ კამპზე" "ბილბაო" 1:0 დაამარცხა.

"ბილბაო", "სევილიას" მსგავსად, დაცვაში დიდი ძალებით ჩადგა, მაგრამ ანდალუსიელებისგან განსხვავებით, სახიფათო კონტრშეტევებს ვერ ახორციელებდა. "ბარსას" კი უჭირდა მეტოქის დაცვის გარღვევა.

მაინც მოახერხეს კატალონიელებმა გამარჯვების მოპოვება - შეცვლაზე შესულმა რაკიტიჩმა გოლი 71-ე წუთზე გაიტანა.

დარჩენილ დროში სტუმრებს ერთადერთი მომენტი ჰქონდათ, როდესაც მეკარე ტერ შტეგენის შეცდომა გარსიამ ვერ გამოიყენა. მასპინძელთაგან კი კარის დალაშქვრის ორი შესაძლებლობა მესის ჰქონდა, მაგრამ მიზანს ვერ უწია, ხოლო ფატიმ ბურთი ძელს გაარტყა.

"ბარსელონამ" "რეალი" 3 ქულით ჩამოიტოვა, რომელიც
დღეს, 24 ივნისს "მალიორკას" უმასპინძლებს და ლიდერობის დაბრუნებას შეეცდება.

შემდეგ ტურში "ბარსელონა" 27 ივნისს ვიგოში "სელტას" დაუპირისპირდება, "რეალი" კი 29 ივნისს გასვლაზე "ესპანიოლს" შეხვდება.

მესიმ, რომელიც დღეს 33 წლის გახდა, ყველა ტურნირზე "ბარსელონაში" 250 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული