ხამეს როდრიგესი: მინდა ისეთ გუნდში მოვხვდე, სადაც ჩემს პოტენციალს გამოვავლენ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი თავის მდგომარეობას აფასებს.

პრესის ინფორმაციით, ფეხბურთელს კონფლიქტი აქვს "თეთრების" მთავარ მწვრთნელთან, ზინედინ ზიდანთან, რომელიც სეზონის დასრულებისთანავე ხამესის გაყიდვას აპირებს.

"სიმართლე გითხრათ, მეც მაინტერესებს, რატომ არ ვთამაშობ. თუ შენ არ ხარ გუნდის წევრი, რთულია საკუთარი თავის გამოვლენა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ რამდენიმე წუთი მეძლევა თამაშისთვის.

ზიდანი? ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. მას თავისებური ხედვა აქვს. არ ვიცი, მომავალში რა მელოდება, მაგრამ მინდა ისეთ გუნდში ვითამაშო, სადაც ჩემს პოტენციალს გამოვავლენ", - ციტირებს ხამესს Marca.

შეგახსენებთ, ხამესი "რეალში"
2014 წლის ზაფხულში "მონაკოდან" 75 მილიონ ევროდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში კოლუმბიელმა 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული