ხავი მზადაა არეულ მონასტერში დაბრუნდეს და "ბარსა" ჩაიბაროს!

AutoSharing Option
კორონავირუსით გამოწვეული პაუზის შემდეგ "ბარსელონა" მართლაც სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. გუნდი ვერ თამაშობს ჩვეულად, კლუბის ხელმძღვანელობა კი, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებს. ასე მაგალითად, "იუვენტუსთან" ნახევარმცველების, არტურ რამოსისა და მირალემ პიანიჩის ბარტერი განახორციელა, "ბებერი ქალბატონისგან" ამ გარიგებულ საქმეში 10 მილიონ ევროს მიიღებს და ეს ყველაფერი ორშაბათს ოფიციალურად გამოცხადდება.

გუნდის მწვრთნელმა კიკე სეტიენმა განაცხადა, რომ არტურზე იმედებს ამყარებდა და კლუბის ხელმძღვანელობამ მას არც არაფერი შეუთანხმა და არც არაფერი შეატყობინა. მოკლედ, ფაქტის წინაშე დააყენეს.

ამის გამო აღშფოთება ვერ დამალა "ბარსას" პრეზიდენტობის კანდიდატმა
ვიკტორ ფონტმა, რომლის თქმით, კლუბი ეპიდემიამდე კარგა ხნით ადრე მძიმე ფინანსურ სიტუაციაში აღმოჩნდა, არ გააჩნიათ სპორტული პროექტი,  სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გაასხვისეს და პირად ინტერესებს კლუბის ინტერესებზე მაღლა აყენებენ.

"მარკა" ირწმუნება, რომ "ბარსელონაში" არეული ვითარებაა. კერძოდ, "სელტასთან" ნამატჩევს (2:2) გასახდელში კონფლიქტი მოხდა, ფეხბურთელებმა მწვრთნელს ტაქტიკური გადაწყვეტილებები დაუწუნეს, უთხრეს, რომ შეცვლაზე სუარესისა და პუჩის ნაცვლად არტური და გრიზმანი არ უნდა შეეშვა; არ ეთანხმებიან მისი მუშაობის ზოგიერთ მეთოდს და თუ არაფერი შეიცვალა, წარმატებას ვერ მიაღწევენ.

შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ამ დროს კატალონიურ "სპორტთან" "ალ სადის" მწვრთნელმა ხავიმ "ბარსელონაში" დაბრუნების მზადყოფნის თაობაზე განცხადება გააკეთა:

"ჩემი ყველაზე დიდი ოცნება - გავხდე "ბარსას" თავკაცი და წარმატების გზაზე დავაბრუნო. ჩემი შტაბი ამისათვის სერიოზულად ემზადება და ეს აღგვაფრთოვანებს.

მე "ბარსელონელი" ვარ, მინდა შესაფერის დროს დავბრუნდე და პროექტი ნულიდან დავიწყო. ამაზე ბევრჯერ ვილაპარაკე, მაგრამ მსურს საფეხბურთო გადაწყვეტილებებში მივიღო მონაწილეობა.

ცხადია, პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ ჩემ მიერ გუნდის ჩაბარება იდეალური ვარიანტი იქნება. მე არაფერს გამოვრიცხავ. იანვარში მომმართეს და დავილაპარაკეთ. ვუთხარი, რომ არც დრო და არც გარემოებები ჩემთვის შესაფერისი არ იყო. იმედი მაქვს, რომ ისევ მომმართავენ".

მოკლედ, ხავის მიზანია გუნდს თავისი სამწვრთნელო შტაბით ჩაუდგეს სათავეში და საკადრო პოლიტიკა თავად წარმართოს.

altეტო'ო: ხავი იქამდე უნდა დაბრუნდეს, ვიდრე "ბარსაში" ფეხბურთის ღმერთი თამაშობს

altლაპორტა: მზადაა ხავი, "ბარსელონაში" ყოფილ პარტნიორებს უხელმძღვანელოს?

altხავი: თუ "ბარსას" ჩავუდგები სათავეში - მესი 5-7 წელი მაღალ დონეზე ითამაშებს

altხავი: "ბარსელონას" მწვრთნელობა მინდა, ოღონდ სრული დამოუკიდებლობით და ყველაფრის ნულიდან დაწყებით

altმესი ამჯერად ტერ შტეგენს წაეკიდა, ბართომეუს სეტიენის ხავით ჩანაცვლებას სთხოვს

altხავიმ "ბარსასთვის" უარის თქმის მიზეზი დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 4 /
ხავი არა ხახვი...მისი სახელი არის ჩავი! რუსულიდან ნუ კითხულობთ,წავიდა საბჭოეთი,აღარ არის
ოთო
08:43 29-06-2020
2
სწორედ რომ დროული იქნება. ბარსას გაძლიერება რეალს მეტ მოტივაციას შესძენს და უფრო გააძლიერებს. თუ მბაპე იყიდეს მაშინ საუკეთესო კლასიკოები ველოდები. ჰალა მადრიდ!
emigranti
04:32 29-06-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული