მალკოლმს რუსეთი მობეზრდა და წამოსვლა უნდა, მისით მხოლოდ ერთი კლუბი დაინტერესდა

AutoSharing Option
"ზენიტის" თავდამსხმელი მალკოლმი უკმაყოფილოა რუსეთის პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილებით და კლუბის გამოცვლას აპირებს.

Estadio Deportivo-ს ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელს ევროპის ტოპ-ლიგაში თამაში სურს. ბრაზილიელის სამსახურით "სევილიაა" დაინტერესებული, რომელიც ფეხბურთელის პროგრესს 18 წლის ასაკიდან აკვირდება.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე "სევილიას" არ გააჩნია მალკოლმის შეძენის ფინანსური საშუალება, თუმცა სიტუაცია, შესაძლოა, შეიცვალოს, თუ ფეხბურთელის წასვლის სურვილი გაიზრდება. ასეთ შემთხვევაში ბრაზილიელის სატრანსფერო ღირებულება და შესაბამისად, ხელფასიც შემცირდება.

მალკოლმი "ზენიტში" გასულ წელს გადავიდა. რუსეთის ჩემპიონატში 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა
მიითვალა.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული