"ბარსას" 17 ფეხბურთელი დატოვებს. მწვრთნელად ხავი და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები - გუნდის ლიდერები ცვლილებებს ითხოვენ

AutoSharing Option
სეზონის სრულად ჩაგდების შემდეგ "ბარსელონაში" დიდი ამბები დატრიალდება. კატალონიური "სპორტი" ირწმუნება, რომ გუნდიდან 17 ფეხბურთელს და მათ შორის ჟორდი ალბას, სერხიო ბუსკეტსსა და ლუის სუარესს გაუშვებენ.  არაა გამორიცხული ანსუ ფატისთან და რიკი პუჩისთან დამშვიდობებაც.

ხელშეუხებელნი მხოლოდ ლეო მესი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, კლემან ლანგლე და ფრენკი დე იონგი არიან.

კლუბის პრეზიდენტი ჟოზეპ ბარტომეუ მწვრთნელის, კიკე სეტიენის, სპორტული დირექტორის, ერიკ აბიდალის და გენერალური დირექტორის, ოსკარ გრაუს გადაყენებას აპირებს.

თუმცა, თავად ბარტომუესაც წყალი აქვს შეყენებული

გუნდის ლიდერები დაუყოვნებლივ ცვლილებებს ითხოვენ, - იტყობინება As-ი.
მათი აზრით, "ბარსელონა" ტაქტიკურად არასაკმარისად კარგად მოამზადეს, ეს კლუბის ხელმძღვანელობაში არეულობის ბრალია და ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს ითხოვენ, რომელიც 2021 წლის ზაფხულშია დანიშნული.

"ატმოსფერო ძალიან დაძაბულია, ყველაფრის 1-2 ადამიანის მოყვანით და უცნაური ტრანსფერით გამოსწორება შეუძლებელია. ჩვენ გადატვირთვა გვჭირდება", - განუცხადა გამოცემას გუნდის ერთ-ერთმა გავლენიანმა ფეხბურთელმა.

აგრეთვე "ბარსას" ლიდერებს სურთ ისეთი მწვრთნელი, რომელიც იცნობს კლუბს და შეუძლია შეკრას და ფეხზე დააყენოს გუნდი - ასეთად კი ხავი მიაჩნიათ. თუმცა, მას საპრეზიდენტო არჩევნებამდე კატალონიაში სამუშაოდ დაბრუნება არ სურს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
აჩკარიკა დროზე გაასწარიიი! თან წაიყოლიე შენი ბრიგადაც. მოვიდეს ხავი! ბარსელონელია და ყველაზე კარგად მაგან იცის რა გააკეთოს.
ბარსა მესი
16 აგვისტო 2020 22:07
4
რა ანსუ ფატის გაშვება ეგ მაინც არის პატარა ბიჭი. ხომ არ უბერავთ, დიდი მომავალი აქვს
grisha
16 აგვისტო 2020 23:43
1
კატეგორიულად! არავითარი პოჩეტინოები, ტიერები, კუმანები და ვიღაც ვიღაცეები. გვეყოს ეს ექპერიმენტები. ხავი და მარტო ხავი, მეტი არავინ!
10
16 აგვისტო 2020 21:51
14
ვინც პირველი უნდა მიდიოდეს,ის უშვებს სხვებს?
სოსო
17 აგვისტო 2020 09:35
0
სოსო მეც ეგ არ მიკვირს? პირველი ეს გუნდის ამრევ-დამრევი უნდა გარბოდეს უკან მოუხედავად, მაგრამ უთავმოყვარე კაცის ამბავი მოგეხსენაბათ, ფეხებზე არ კიდია ყველაფერი? ფულები ხომ თხვლიფა ბლომად.
vaxo
17 აგვისტო 2020 11:50
0
ხავი ფეხბურთელი და ხავი ტრენერი სხვადასხვაა.უკვე 5 წელია ბარსა ისეა დამოკიდებული ერთ კაცზე ,როგორც ნარკომანი ნარკოტიკზე.მილიარდი დახარჯა ბარსამ ბოლო წლებში რათა მესისთვის ხავი და ინიესტას შემცვლელი ეყიდათ რომელთა გარეშეც მესი ვერ ქაჩავს,მაგრამ არაფერი გამოვიდა.ხავი ჭკვიანია და არ გარისკავს ისეთი გუნდის ტრენერობას სადაც ერთი ფეხბურთელი წყვიტავს ყველაფერს.
ჩემი აზრით
17 აგვისტო 2020 13:00
3
ეი ანალიტიკოსოვ! ეგ შენი აზრი შენთვის შეინახე. რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილოდ, რომ არავის აინტერესებს შენი დამპალი აზრები.
?
17 აგვისტო 2020 15:10
1
ბევრი ფეხბურთელი რომ წავა, ცხადია. ოღონდ, ზოგი მანდ შეცდომით ხომ არ გიწერიათ? ფატის და პუჩის მაგ სიაში რა ესაქმებათ? ამ უზომოდ პერსპექტიულ ახალგაზრდა ბიჭებს რატომ გაუშვებენ ვითომ, მაგათი ბრალია ბარსას ჩავარდნა? ისე კი, პირველ რიგში ვისი ბრალიცაა, ის ნაძირალა პრეზიდენტი არსად არ აპირებს წასვლას და მაგის ხელში უკვე აღარაფერი გამიკვირდება.
ზურა
18 აგვისტო 2020 02:40
0

სიახლეები პოპულარული