რევოლუცია თუ ევოლუცია? - კუმანი დიდ ცვლილებებს გეგმავს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ახალი მწვრთნელი რონალდ კუმანი გუნდში დიდ ცვლილებებს აპირებს.

Cadena SER-ის ცნობით, ნიდერლანდელი მცველ ჟერარ პიკეს არ გაუშვებს, სამაგიეროდ დაემშვიდობება ჟორდი ალბას, სერხი ბუსკეტსსა და ლუის სუარესს, რომლის 15 მილიონ ევროდ შეძენა "აიაქსს" სურს. უახლოეს დღეებში კუმანი სამივეს აცნობებს, რომ თავის პროექტში მათ ვერ ხედავს. თუმცა, ისინი გუნდის დატოვების წინააღმდეგი არიან.

რონალდი შეეცდება იმ ფეხბურთელების გადაბირებას, რომლებიც მისი ხელმძღვანელობისას ნაკრებში თამაშობდნენ - დონი ვან დე ბეკი (აიაქსი), მემფის დეპაი (ლიონი) და ჟორჟინიო ვეინალდუმი (ლივერპული). რა თქმა უნდა, მათი ტრანსფერების გაჩარხვა
რთული იქნება, მაგრამ ცდას არ დააკლებს.

აგრეთვე კუმანს სურს "ბარსაში" ერიკ გარსია (მანჩესტერ სიტი) და ლაუტარო მარტინესი (ინტერი) იხილოს.

მან განაცხადა, რომ ფრენკი დე იონგს და ანტუან გრიზმანს თავიანთ პოზიციებზე დააბრუნებს, სადაც უფრო მეტი სარგებელის მოტანა შეუძლიათ.

"დიახ, მე ეს მინდა. თუ ფეხბურთელში დიდ ფულს იხდი, თავის მშობლიურ პოზიციაზე უნდა გამოიყენო. იგივე ეხება გრიზმანსაც. ის ნახევარმცველი არ არის. უნდა იქ ითამაშოს, სადაც მიჩვეულია და სადაც სრულად წარმოაჩენს თავს".

არ არის გამორიცხული "ბაიერნში" განათხოვრებული კოუტინიო დაიბრუნონ და არ გაყიდონ.

კლუბის პრეზიდენტ ჟოზეპ ბარტომეუს თქმით, ახალ "ბარსელონაში"უფრო მეტ ნდობას გამოუცხადებენ რიკი პუჩსა და ანსუ ფატის, აგრეთვე "ლას პალმასიდან" შეძენილ 17 წლის ნახევარმცველ პედრის.

და რაც მთავარია - გადასაწყვეტია ლეო მესის დატოვების საკითხი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ვერ გავიგე ვერაფერი, თუ პიანიჩი იქნება რომელიც 30-წლის არის, ალბაც იგივე ასაკის არ არის? არა ლოგიკურია რაღაც. ასე ერთი ხელის მოსმით ამ ფეხბურთელების გაშვება? მომკალით და არ მომწონს.სუარეს რა დაეტაკნენ?
გია
21:22 21-08-2020
2
თქვენ ეს სეტიენზე ჭკვიანი ხომ არ გგონიათ? უდიდესი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ბარსას მწვრთნელობა მძიმე ტვირთია.ტრანსფერებზე ეტყობა, რა გუნდიც ეყოლება. მადლობა ბართომეუს რეალისაგან, მაგარ კვეცხებს ჩითავს
რაულ გონსალეს ბლანკო
21:33 21-08-2020
14

სიახლეები პოპულარული