"ლა ლიგის" ესთეტიკა: 38 წლის ხორხე მოლინამ ახალ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
"ლა ლიგის" მეშვიდეადგილოსანმა "გრანადამ", რომელიც 2020/21 წლების ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე ხორხე მოლინას ტრანსფერი გაასაჯაროვა.

38 წლის ფორვარდს გრანადელებმა კონტრაქტი 2022 წლამდე გაუფორმეს, ახალ კლუბში კი ხორხე თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

მოლინამ კარიერის მანძილზე "ლა ლიგაში" 221 შეხვედრა ჩაატარა, 55 გოლი გაიტანა და 23 საგოლე გადაცემა გააკეთა. გასულ სეზონში ვეტერანი ფეხბურთელი "ხეტაფეს" რიგებში თამაშობდა და კლუბის მაისურით 7 გოლი შეაგდო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
აჰა ხორხე მოლინას კონტრაქტს უხანგრძლივებენ, დაფასებაც ასეთი უნდა! და ესენი კუმანები ლუი სუარესს უშვებენ...
ყოჩაღ გრანადას!
17:01 25-08-2020
0

სიახლეები პოპულარული