თავდამსხმელმა ლეო მესიმ "ბარსელონას" დატოვების გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო.
"მარკას" ცნობით, მესიმ ამის შესახებ კატალონიურ კლუბს ოფიციალურად ფაქსით აცნობა. გამოცემის მტკიცებით, ლეოს უნდა "ბარსასთან" კონტრაქტი ცალმხრივად გაწყვიტოს.
ამის გაკეთება მას 10 ივნისამდე შეეძლო, თუმცა კორონავირუსის გამო შექმნილმა ვითარებამ შეიძლება ამის უფლება მისცეს.
ის გუნდის საწვრთნელ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს, რომელიც მომავალ უქმეებზე დაიწყება და არც კორონავირუსზე ტესტს არ ჩააბარებს.
კატალონიური "სპორტი" კი იტყობინება, რომ "ბარსელონა" მესის გაშვებას არ აპირებს და აცხადებს, რომ ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტა არ შეუძლია. ამისათვის ლეოს ოფიციალურად 30
მაისამდე უნდა მიემართა, რაც არ მოხდა.
ის გუნდის საწვრთნელ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს, რომელიც მომავალ უქმეებზე დაიწყება და არც კორონავირუსზე ტესტს არ ჩააბარებს.
კატალონიური "სპორტი" კი იტყობინება, რომ "ბარსელონა" მესის გაშვებას არ აპირებს და აცხადებს, რომ ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტა არ შეუძლია. ამისათვის ლეოს ოფიციალურად 30
"ბარსას" ხელმძღვანელობა თვლის, რომ მიუხედავად მესის უკმაყოფილებისა, სიტუაცია მოგვარებადია. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" მას 700 მილიონ ევროზე ნაკლებად ვერ შეელევა.