მესიმ "ბარსელონას" გუნდიდან წასვლის შესახებ ოფიციალურად შეატყობინა

AutoSharing Option
თავდამსხმელმა ლეო მესიმ "ბარსელონას" დატოვების გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო.

"მარკას" ცნობით, მესიმ ამის შესახებ კატალონიურ კლუბს ოფიციალურად ფაქსით აცნობა. გამოცემის მტკიცებით, ლეოს უნდა "ბარსასთან" კონტრაქტი ცალმხრივად გაწყვიტოს.

ამის გაკეთება მას 10 ივნისამდე შეეძლო, თუმცა კორონავირუსის გამო შექმნილმა ვითარებამ შეიძლება ამის უფლება მისცეს.

ის გუნდის საწვრთნელ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს, რომელიც მომავალ უქმეებზე დაიწყება და არც კორონავირუსზე ტესტს არ ჩააბარებს.

კატალონიური "სპორტი" კი იტყობინება, რომ "ბარსელონა" მესის გაშვებას არ აპირებს და აცხადებს, რომ ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტა არ შეუძლია. ამისათვის ლეოს ოფიციალურად 30
მაისამდე უნდა მიემართა, რაც არ მოხდა.

"ბარსას" ხელმძღვანელობა თვლის, რომ მიუხედავად მესის უკმაყოფილებისა, სიტუაცია მოგვარებადია. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" მას 700 მილიონ ევროზე ნაკლებად ვერ შეელევა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
რეალის ხელმძღვანელებს ვლანძღავდი ხოლმე,ფეხბურთელებს ნივთებივით რომ ექცეოდნენ ხოლმე,ბარტომეუმ კი,აქაც დაამტკიცა,რომ ნამდვილი ნაბიჭვარია.მთლიანად გაკოტრებას ვუსურვებ,თავისი არაკაცობისათვის.
სოსო
23:05 25-08-2020
1
იქნებ ახლა მაინც გადმობარგდეთ ბაიერნის ბანაკში, ამას გერმანელები არასოდეს არ გააკეთებენ, ნახეთ, სალიჯამიჯიჩს და ძველ ბავარიელებს დაუძახეს, ლევანდოვსკი უეჭველი ბაიერნის შტაბში იმუშავებს მომავალში, ეს ერთი ოჯახია, სადაც ყველას თავისი ადგილი აქვს და ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ, არც ქეიფი და დროსტარებაც არ ეშლებათ გერმანელებს. კუმანი რამ მოაყვანინათ, სულ დაღუპავს ბარსას, მესი როგორ უნდა გაუშვან ამ იდიოტებმა, ან ნეიმარის გაშვება იქნებოდა? ან სუარესს რას ერჩიან?! მენანება ბარსა, მესი, ნიმარი და სუარესი ერთად ნამდვილი ფეხბურთის ზეიმი იყო, რა ქნეს ამ იდიოტებმა?!
გაუმარჯოს ბავარიას
23:45 25-08-2020
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული