"ბარსას" ფეხბურთელებმა იცოდნენ, რომ მესი მიდიოდა...

AutoSharing Option
ESPN-ის ჟურნალისტმა ჟორდი ბლანკომ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ "ბარსელონას" 33 წლის ვარსკვლავ ლიონელ მესის კლუბიდან წასვლა თანაგუნდელებისათვის სიურპრიზი არ ყოფილა.

როგორც წყარო იუწყება, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბაიერნთან" განცხდილი მარცხის (2:8) შემდეგ ლეომ თანაგუნდელებს წასვლის შესახებ პირდაპირ განუცხადა. მაშინ მესის კლუბის დატოვების ზუსტი დრო არ დაუსახელებია, მხოლოდ მიღებული გადაწყვეტილება გაახმოვანა.

მესიმ კონტრაქტში არსებული მუხლი გამოიყენა, რომლის თანახმადაც, ფეხბურთელს ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტა ყოველი სეზონის ბოლოს შეეძლო.

თუმცა "ბარსელონა" არგენტინელის უბრალოდ გაშვებას არ აპირებს და მის სანაცვლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული სატრანსფერო თანხის -
700 მილიონის გადახდას მოითხოვს.

alt"მანჩესტერ სიტი" ლეო მესის ტრანსფერს აფასებს

 

altმესი გვარდიოლას კონტრაქტზე შეუთანხმდა და სავარაუდოდ, საქმე სასამართლომდე მივა!

altმესიმ "ბარსელონას" გუნდიდან წასვლის შესახებ ოფიციალურად შეატყობინა


მკითხველის კომენტარები / 3 /
აუტკივარ თავს აიტკივებს და როგორც ნეისთან წააგეს საქმე ისე მესისთამ წააგებენ
ბაჩო
12:06 26-08-2020
3
დროა ბარსამ ლეოს გარეშე ცხოვრება ისწავლოს და რაც უფრო სწრაფად მოხდება ეს მით უკეთესი. მემგონი საკმაო ხანი ითამაშა და დროა ახალი ბარსა აშენდეს თავისი ახალი მწვრთნელით და ფეხბურთელებით. ამ ცხოვდებაში მუდმივი არაფერია და უნდა გაითვალისწინონ( რომ ცვლილებებიც გარდაუვაუვალია. პავისცემა ლეოს, ბარსას ლეგენდას
Haaland
11:45 26-08-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული