გრიზმანი "ატლეტიკოში"?

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ არ ნებდება. ახლა ხოსეპმა იდეა მოიფიქრა და გრიზმანის მოშორებაზე ორიენტირდა. არადა, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი მწვრთნელი რონალდ კუმანი გრიზმანს 7-ნომრიან მაისურს და მესის პოზიციას დაჰპირდა. 

მაგრამ ბარტომეუს ხომ არასდროს არაფერი აინტერესებს...

გავლენიანი ესპანური გამოცემა "მარკას" ინფორმაციით, თურმე ხოსეპს ჯერ კიდევ "ბაიერნთან" მატჩამდე შეუთავაზებია "ატლეტიკოსთვის" გრიზმანის პორტუგალიელ თავდამსხმელ ჟოაო ფელიქსში გაცვლა. თუმცა მადრიდელები შეთავაზებამ ვერ მოხიბლა და საწყის ეტაპზე ხოსეპი უარით გაისტუმრეს. თუმცა, ასევე "მარკაზე" დაყრდნობით, ბარტომეუ დანებებას არ აპირებს და "ატლეტიკოს" სხვადასხვა შეთავაზებას კიდევ
დაუდებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული