"ჩელსის" კეპას გაცვლა დონარუმაში უნდა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსი" თავის მეკარის კეპა არისაბალაგას გაცვლას "მილანის" მეკარეში ჯანლუიჯი დონარუმაში აპირებს. კლუბმა იტალიელებს უკვე მიმართა და კეპას გარდა, ისინი თანხის დამატებას აპირებენ. ინფორმაციას Football Italia ავრცელებს. 

დონარუმას მიმდინარე ხელშეკრულება კლუბთან 2021 წლამდეა მოქმედი. მისი აგენტის ცნობით, "მილანი" არ მუშაობდა ჯანლუიჯის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რამდენადაც იბრაჰიმოვიჩზე იყვნენ გადართული. ინტერნეტ პორტალი transfermarkt ფეხბურთელის ღირებულებას 60 მილიონი ევროთი აფასებს. 

"ჩელსიმ" კეპა არისაბალაგა 2018 წლის ზაფხულში 80 მილიონ ევროდ შეიძინა. 2019/20 წლის სეზონში ესპანელმა ბევრი შეცდომა დაუშვა, რის გამოც ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და
მასთან დამშვიდობებას აპირებენ. 

altმალდინი: დონარუმა საუკეთესო მეკარეა, მისი შენარჩუნება - "მილანის" ვალდებულებაა

altპსჟ ჯანლუიჯი დონარუმას შეძენას გეგმავს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული