მესის მამა: დიდი შანსია, ლეო "ბარსაში" დარჩეს...

AutoSharing Option
"ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავის, ლიონელ მესის მამა ხორხე მესიმ განაცხადა, რომ დიდი შანსია, მისი შვილი კატალონიელთა რიგებში კიდევ 1 სეზონით დარჩეს.

Deportes Cuatro-ს ინფორმაციით, ხორხემ თქვა, რომ ლეო კლუბში კიდევ ერთი წლით დარჩენას განიხილავს, თუმცა ეს საბოლოო გადაწყვეტილება არაა. ამას გარდა, უფროსმა მესიმ აღნიშნა, რომ "ბარსელონას" პრეზიდენტ ხოსეპ ბარტომეუსთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა.

არადა, რამდენიმე დღის წინ ლიონელ მესიმ "ბარსელონას" საწვრთნელ პროცესში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა და გუნდიდან წასვლის სურვილი გამოთქვა, თუმცა კონტრაქტში ჩაწერილმა პირობებმა ყველაფერი შეცვალა და "ბლაუგრანას" დატოვებას ჯერჯერობით
ვერ ახერხებს.

altფრენკი დე იონგი: "ბარსელონაში" ქაოსი მესის გადაწყვეტილებამ გამოიწვია...

altუდიდესი ღალატი ფეხბურთის ისტორიაში - ესპანელმა ჟურნალისტმა მესის საქციელი შეაფასა


მკითხველის კომენტარები / 15 /
კარგად მახსოვს მესი მამამისის გამო ფულთან დაკავშირებული მახინაციებისთვის კინაღავ დაიჭირეს და მაინც არ ეშვება.ვინ იცის რამდენ მაყუთს უტეხავს.მესის მაგის თავი სადა აქვს.
აბა მამი ზღვა
22:51 03-09-2020
8
33 წლის ვირია და კიდევ მამის ხელით სათრევია.დაასვენე კაცი.
მამიკოს ბიჭი
22:17 03-09-2020
8

სიახლეები პოპულარული