მესის მამა: დიდი შანსია, ლეო "ბარსაში" დარჩეს...

AutoSharing Option
"ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავის, ლიონელ მესის მამა ხორხე მესიმ განაცხადა, რომ დიდი შანსია, მისი შვილი კატალონიელთა რიგებში კიდევ 1 სეზონით დარჩეს.

Deportes Cuatro-ს ინფორმაციით, ხორხემ თქვა, რომ ლეო კლუბში კიდევ ერთი წლით დარჩენას განიხილავს, თუმცა ეს საბოლოო გადაწყვეტილება არაა. ამას გარდა, უფროსმა მესიმ აღნიშნა, რომ "ბარსელონას" პრეზიდენტ ხოსეპ ბარტომეუსთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა.

არადა, რამდენიმე დღის წინ ლიონელ მესიმ "ბარსელონას" საწვრთნელ პროცესში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა და გუნდიდან წასვლის სურვილი გამოთქვა, თუმცა კონტრაქტში ჩაწერილმა პირობებმა ყველაფერი შეცვალა და "ბლაუგრანას" დატოვებას ჯერჯერობით
ვერ ახერხებს.

altფრენკი დე იონგი: "ბარსელონაში" ქაოსი მესის გადაწყვეტილებამ გამოიწვია...

altუდიდესი ღალატი ფეხბურთის ისტორიაში - ესპანელმა ჟურნალისტმა მესის საქციელი შეაფასა


მკითხველის კომენტარები / 15 /
ყველა ლათინოსი ესეთი როჟა როგორაა რო გახდებიან მილიარდერები და წერა-კითხვა არ იციან მაინც. მერე ზოგის აგენტი მამაა ზოგის ბიძა ზოგის მამის ძმაკაცი და ამდენ მაიმუნობებსაც ეგ იწვევს მერე
წელიწადში 50 მილიონს იღებ კაცი და 33 წლის ხარ უკვე თუნდაც 2 ღერი ინგლისური როგორ არ უნდა იცოდე სხვა დანარჩენზე არ მაქ საერთოდ საუბარი
xcom
17:33 03-09-2020
12
მესი! არსად არ გიშვებთ, შენ ღირსი ხარ კამპნოუმ დიდი გულისტკივილით და ისეთი გაცილება მოგიწყონ როგორსაც იმსახურებ, ჩვენო ღირსეულო საყვარელო ფეხბურთელო!
ნონა
17:18 03-09-2020
1

სიახლეები პოპულარული