სუარესი: მესი "ბარსელონაში" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დარჩება

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდმა ლუის სუარესმა Goal.com-თან ინტერვიუში "ბარსელონასა" და ლეო მესის შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა. 

როგორც მოგეხსენებათ, სეზონის დაწყებამდე "ოქროს ბურთის" 6-გზის მფლობელის გუნდიდან წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, თუმცა შესაბამის მიზეზთა გამო მესიმ "ბარსაში" დარჩენა გადაწყვიტა.

"ლეოსთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს. შესაბამისად, არ ვაპირებ, ჩვენი საუბრის დეტალები გავასაჯაროო, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მას საკმაოდ რთული პერიოდის გადალახვა მოუწია.

ამ რეალობაში მესი თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ეს მისი კლუბში დარჩენის გარანტი არ არის. ის "ბარსელონას" ღირსებას მომდევნო სეზონში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიცავს,
თუ ხელმძღვანელობა შეიცვლება", - განაცხადა ურუგვაელმა.

altსუარესი "ბარსას" წინააღმდეგ: "მათ ეს ყველაფერი არასწორად გააკეთეს"

მკითხველის კომენტარები / 3 /
რამ გაგამწარა ასე შე კაცო, დამშვიდდი ნუ მოიკლავ თავს ამათ გამო, მიხედე თავს.
ე ბიჭო
16:29 13-10-2020
9
მაგათ ფეხბურთელობას არ ვეხები მაგრამ მესი და სუარესი ნამდვილი უსინდისო არამზადები არიან.5 წელია ჩ.ლ-ზე ფარჩაკდებიან,ნადგურდებიან და სხვებისკენ იშვერერენ თავის ბინძურ ხელებს.იქნებ ხელფასები არ მოსწონდათ ამ გაუმაძღრებს.ან რა ფეხბურთელის საქმეა პრეზიდენტის გაგდება.არასოდეს გამიგია კრიშტიანოს პრეზიდენტის გადადგომა მოეთხოვოს როდესაც პერესთან ვერ მორიგდნენ როგორც დიდ კაცს შეეფერება წამოვიდა რეალიდან ისე რომ მატერიალური მოგებაც მოუტანა. მაგრამ კაცურ საქციელს არაკაცი ვერასოდეს მიხვდება
სად ან ვინ გაგზარდათ
15:39 13-10-2020
25

სიახლეები პოპულარული