
"ატლეტიკოს" მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ კლუბის პრეზიდენტ ენრიკე სერესოს თავისი შვილის, "კალიარის" თავდამსხმელ ჯოვანი სიმეონეს შეძენა სთხოვა, - იტყობინება "დონ ბალონი".
ჯოვანი "ატლეტიკოში" შეიძლება მომავალ სეზონში გადავიდეს. ის გუნდის გამოცვლის წინააღმდეგი არაა.
24 წლის ჯოვანი "კალიარიში" "ფიორენტინადანაა" განათხოვრებული და ამ სეზონში 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა.