სეტიენი: მესის მართვა ძალიან რთულია, ცოტას ამბობს, თუმცა...

AutoSharing Option
"ბარსელონას" ექს მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა ლიონელ მესისთან ერთად მუშაობის შესახებ El Pais-თან საუბარში გააკეთა კომენტარი.

"მესის მართვა ძალიან ძნელია, თუმცა აბა მე ვინ ვარ, მისი შეცვლა რომ ვცადო? არის კიდევ რაღაცები, რაც მუშაობას ართულებს, მაგრამ ეს ბევრ სპორტსმენს ეხება. ისინი არაწინასწარმეტყველებადი არიან, ხშირად ვხედავთ იმას, რასაც არ ველოდებით.

ამასთანავე, ვფიქრობ, მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. დიდი მოთამაშე ბევრი ყოფილა, თუმცა ასეთი ფეხბურთი ამდენი წლის განმავლობაში არავის უჩვენებია.

ზოგადად, ლეო ძალიან თავშეკავებულია და ცოტას ლაპარაკობს. თუმცა ყოველთვის მიგითითებს იმაზე, რისი
დანახვაც საჭიროა,"- განაცხადა სეტიენმა.

altმარადონა: ვიცოდი, რომ მესი ბარსელონასთან ურთიერთობას ცუდად დაამთავრებდა

მკითხველის კომენტარები / 7 /
დღეს ერთერთ იუთუბზე სიამოვნებით მოუსმინე მესის რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა კუმანს.ეს ყველა ვარიანტში ჯობია კონფრონტაციას.განსაკუთრებით მომეწონა მესის კარგი ნათქვამი რონალდუს მიმართ.ბოლო წლებია ყოველთვის კაცურ მხარდაჭერას გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ.ასევე მოიქცა რონალდუ როდესაც მესის პრობლემები ქონდა ბარსასთან.მე პირადად მიმაჩნია რომ არ იყოს სპორტული დაპირისპირება ამ ორ საფეხბურთო მოვლენას შორის ასეთ სასწაულ შედეგებს ვერ მიაღწევდნენ.
ამაშია საქმე
12:28 02-11-2020
1
როდესაც მსოფლიო დონის ვარსკვლავი ხარ არ უნდა შეხვიდე პრეზიდენტთან და ტრენერთან დაპირისპირებაში და ინტრიგებში იმიტომ რომ ეს უარყოფითად მოქმედებს გუნდზეც და პირადად ფეხბურთელზეც.ფაქტი სახეზეა.შორიდან კრიშტიანო უფრო ამბიციური ჩანს მაგრამ არ მახსოვს საჯაროდ უკმაყოფილება გამოეხატოს ან მწვრთვნელის ან თანაგუნდელის მიმართ.
ასე მგონია.
10:28 02-11-2020
2

სიახლეები პოპულარული