"რეალი": მას არანაირ თანხად არ გავყიდით...

AutoSharing Option
ცნობილი გახდა, რომ მადრიდის "რეალის" ბრაზილიელი ნახევარმცველი კაზემირო "სამეფო კლუბს" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას არ დატოვებს.

მიუხედავად იმ ფინანსური სირთულეების, რომელსაც "ბლანკოსი" განიცდის, კლუბის ხელმძღვანელობა ყველა შემოთავაზებაზე უარს იტყვის, თანხის მიუხედავად.

გასულ ზაფხულში კაზემიროს პსჟ-ში გადასვლა იყო შესაძლებელი. ფრანგულმა გრანმა "თეთრებს" შეთავაზება გაუგზავნა, თუმცა ესპანელებმა მეზობლები მიახვედრეს, რომ სამხრეთ ამერიკელი არ იყიდებოდა.

ბრაზილიის ნაკრების ვიცე-კაპიტანსა და მადრიდელთა ნახევარდაცვის ხერძს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული