3%-ით მეტი ჩემპიონობისთვის! "ბარსელონა" ტიტულის მთავარი ფავორიტია

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ლა ლიგაში 16-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რითაც მადრიდის "რეალთან" და "ატლეტიკოსთან" ერთად საჩემპიონო რბოლაში აქტიურადაა ჩართული.

გუშინ, 7 მარტს, მადრიდული დერბი 1:1 დასრულდა და ორივე კლუბმა ქულები დაკარგა, რითაც "ბლაუგრანამ" ისარგებლა და ლიდერ "ატლეტიკოსთან" სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა.

fivethirtyeight.com-ის თანახმად, ესპანეთის ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად სწორედ კატალონიური კლუბი მიიჩნევა. მათი აზრით, "ლურჯ-იისფერები" 43%-ით ჩემპიონები გახდებიან. "ატლეტიკოს" - 40%,  ხოლო მადრიდის "რეალს" მხოლოდ და მხოლოდ 17% აქვს.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოველთვის რეალის გულშემატკივარი ვიყავი, თუმცა რონალდინიოს ჯადოსნურმა თამაშმა ისე მომხიბლა, მის პერიოდში ბარსას ვგულშემატკივრობდი. მერე ისევ რეალზე გადმოვერთე - ანუ გამოდის რონალდინიოს გამო იყო ეს ყველაფერი.
ჩემპიონატის დარჩენილ თამაშებში რეალს ბევრად უკეთესი კალენდარი ატლეტიკოზე და ბარსაზე და თუ უაზრო ქულები არ დაკარგეს, ჩემპიონი რეალია
არჩი
12:49 09-03-2021
6
ღმერთმა ხელი მოუმართოს ჩემს საყვარელ ბარსას! წინ ბარსა!
ბარსა
16:16 08-03-2021
7

სიახლეები პოპულარული