"ბარსელონას" ყოფილი მეკარე ვიქტორ ვალდესი ამავე გუნდში არ დაბრუნდა, - იტყობინება კატალონიის რადიო.
არჩევნებზე ვალდესმა ლაპორტას დაუჭირა მხარი, საპასუხოდ კი ჟოანმა უთხრა, რომ იცის, რაც უნდა და მორიგდებოდნენ. ვერ მორიგდნენ.
ლაპორტამ ვიქტორს მეკარეთა მწვრთნელობა შესთავაზა, რაზეც მან უარი განაცხადა, ვინაიდან კლუბის ერთ-ერთი გუნდი სურს ჩაიბაროს. ვალდესმა მწვრთნელის ლიცენზია მიიღო და არ უნდა, ვინმეს ასისტენტი იყოს.