"ბარსელონამ" "ფლამენგოს" მეკარე უგო სოუზას შეძენა გადაიფიქრა და ახლა მის ტრანსფერზე "აიაქსი" მუშაობს, - იტყობინება "დიარიო სპორტი".
გამოცემის მტკიცებით, ეს სიამოვნება ამსტერდამულ კლუბს 4 მილიონი ევრო დაუჯდება.
ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ "ბარსა" "ფლას" 20 წლის მცველის, ნათანის გადაბირებას ცდილობს, რომელიც "ბრეგანტინოშია" განათხოვრებული.