კუმანი: მსაჯს უნდოდა საღამოს გმირი გამხდარიყო

AutoSharing Option
"გრანადასთან" ლა ლიგის 33-ე ტურში წაგებულ მატჩში (1:2) "ბარსელონას" მწვრთნელი რონალდ კუმანი გააძევეს, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ვერ გავიგე, რატომ გამაძევეს. მსაჯის თქმით, უპატივცემულოდ მოვექეცი სარეზერვო არბიტრს. მასზე ცუდი არაფერი მითქვამს, შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, ცუდი არაფერი გამიკეთებია. დაუჯერებელია, რომ წითელი ბარათი მიჩვენეს. შესაძლოა, მსაჯს უნდოდა საღამოს გმირი გამხდარიყო, მადლობა ამისათვის.

არ ვიცი, პროტოკოლში რის ჩაწერას აპირებენ, მაგრამ თუ იმას დამაბრალებენ, რაც არ მითქვამს, მე მომიწევს რაღაც მოვიმოქმედო", - ციტირებს კუმანს AS-ი.

კუმანს როგორც მინიმუმ ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯიან და
"ვალენსიასთან" და "ატლეტიკოსთან" ვერ უხელმძღვანელებს გუნდს.

ნიდერლანდელმა კლუბის საიტთან აღნიშნა, რომ არაფერი არ რის დაკარგული, წინ 5 ტურია, კონკურენტებს რთული კალენდარი აქვთ და კვირას ჩასატარებელი მატჩისთვის მომზადება მართებთ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ligaze ar tamashob. pirvelze xar 5 tamashia darchenili da granadastan ageb raghazea laparaki... jer eg arunda moeyvanat da saertod amdeni xani ratom datoves.
0
ამაზე მტირალა მწვრთნელი არ მინახავს, როცა კი წაიფორთხიალებს სულ მსაჯებს აბრალებს. წაგებულის მენტალიტეტი აქვს და ბრასასაც იგივეს უყალიბებს
Nick
15:32 30-04-2021
4

სიახლეები პოპულარული